ბოდიში, რუსეთო

სტანდარტული

რუსეთს საქართველოსთან მეგობრობა სურს, მას უბრალოდ სააკაშვილი/ძველი მთავრობა არ მოსწონსო, დიდხანს ვისმინეთ ეს გაუგებარი სისულელე, რომელიც არცერთი პოლიტიკური ლოგიკის მიხედვით არ იყო რეალური. ვისაც 1-2 წიგნი მაინც წაგიკითხავთ პოლიტიკის შესახებ, მიხვდებოდით ამას.

ვინც ერთხელ მაინც შეხვედრიხართ დევნილ ოჯახებს, ისინიც მიხვდებოდით ალბათ რაღაცეებს.

რუსეთი მზად არის თანამშრომლობისთვისო, მოვიყვანოთო მთავრობა რომელიც ამ მზადყოფნას უპასუხებსო.

მოვიყვანეთ, დავსვით და დაველოდეთ მოვლენების განვითარებას.

მერე რუსეთშიც ჩავედით არაერთხელ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, პუტინის სიყვარულში დავრწმუნდით, ილია მეორეც გვარწმუნებდა, პუტინი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძმებად დავრჩეთო. პრემიერის მოკითხვაც ჩააბრძანა მოსკოვს, ძმობის და მეგობრობის, ღირსების დაცვის და ლოცვის საპატრიარქოსეული გაგება ვიხილეთ ცოტა ხნის წინ, ალბათ თავიდანვე  უნდა გვეფიქრა, ძმობაში რა იგულისხმებოდა.

რამოდენიმე დღეა ისტერიული გამოსვლები არ წყდება, და მაინც ვერ ვხვდები, ჩვენი პოლიტიკოსები სადმე დერეფანში მაინც არ ხვდებიან ერთმანეთს?

იქნებ შეთანხმდეთ და ისე ილაპარაკოთ.

სირცხვილია, მეტი არაფერი.

თუმცა აქამდე არსებული ტონი,  არც თუ ისე გამკაცრდა მიმდინარე მოვლენების ფონზე.

ასე თუ გაგრძელდა, დაველოდები ჩვენი საპატიო ოფიციალური და არაოფიციალური დიპლომატებისაგან მსგავ განხადებას

ბოდიშს ვიხდით რუსეთის წინაშე იმისთვის რომ 2008 წელს ჩვენს მეზობლად სახლები იწვოდა, ბოდიშს ვიხდით რომ 2008 წლის შემდეგ ბევრს გაგვყვა ვერტმფრენისზუზუნისფობია, ბოდიშს ვიხდით რომ ათასობით ადამიანმა უდიდესი ქონება დაკარგა, და ახლა მიწურში ცხოვრობს, ბოდიშს ვიხდით რომ რუსეთი არ ასრულებს არცერთ შეთანხმებას, ბოდიშს გიხდით რომ ცვენი საკუთრება, სახლები, მიწები, ოკუპირებულ ტერიოტირაზე მოხვდა, ბოდიშს ვიხდით რომ რუსული პროპაგანდის დახმარებით რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღემდე დარწმუნებულია, რომ საქართველოში რუსებს დევნიან და რუსული ენა იკრძალება, იმისთვისაც ვიხდით ბოდიშს რომ რუსი ჯარისკაცები საქარტველოს ტეტირორიაზე სურვილისამებრ დაათრევენ საზღვრის გამყოფ ზოლს, ბოდიშს გიხდით რომ გუშინ 50-მა ჯარისკაცმა ქართულ ოჯახს საკუთარი სახლის დატოვება მოსთხოვა, საქარტველოს ტერიტორიაზე დაკავებული თითოეული საქარტველოს მოქალაქის უდიერი საქციელისათვისაც ბოდიშს გიხდით.

და ბოლოს ბოდიშს გიხდით ამდენი საუკუნის მანძილზე არსებობა რომ გავბედეთ, მოდით, გაგვანადგურეთ, ჩვენი რა მიდის, მაინც ერთმანეთის განადგურებაზე ვფიქრობთ ყოველდღე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s