ფამუქზე

სტანდარტული

538726_3970791710431_1539340414_n

 

ალბათ მკითხველების სხვადასხვა ტიპები არსებობს. მე მივეკუთვნები იმ ტიპს რომელიც თითოეულ აბზაცს წარმოსახვაში აცოცხლებს, თითოეულ პერსონაჟის სახეს კარგად იცნობს, მათ ჩაცმულობას ნათლად წარმოიდგენს და მათი სახლის ოთახებში დაბორიალობს დაუკითხავად. როდესაც ავტორს აქვს უნარი კარგად აღწეროს ქუჩა, უკვე იქ ვარ, ვგრძნობ წვიმის სუნს, მცივა დრო და დრო, გამვლებებს ვათვალიერებ.

კიდევ იმ ტიპს მივეკუთვნები, რომელსაც ძალიან უყვარს მწერლის ამოჩემება და მერე დაუფიქრებლად მისი ყველა წიგნის წაკითხვა.

ალბათ ყველაზე მარტივი იმის ახსნაა, რატომ შეიძლება ამოიჩემო ფამუქი, მისი წიგნები ხომ მართლაც ძალიან კარგია 🙂 უბრალოდ ძალიან კარგი. მაგრამ ჩემთვის ეს წიგნები სულ სხვა განზომილებას წარმოადგენს, რადგან მათი დიდი ნაწილი ჩემს საყვარელ ქალაქში განვითარებულ ისტორიებს ეხება. წიგნის თითოეულ ფურცელზე ჩემთვის სტამბულის ქუჩები ცოცხლდება. მეც წიგნის გმირებთან ერთად დავხეტიალობ ბეიოღლუს თუ აქსარაის ვიწრო ქუჩებში, მათთან ერთად განვიცდი მათ ყოველდღიურ საფიქრალს, ველოდები როდის გადავეყრები სადმე ნაცნობ სახეებს.

ხანდახან უბრალოდ რომელიმე პატარა შესახვევში ყავას ვსვამ, და თვალს ვადევნებ როგორ დარბიან აქეთ-იქით წიგნის აფორიაქებული გმირები. აი ახლაც გვერდით ჩამიარა ერთ-ერთმა, ცოლის გაუჩინარებით დაღონებოლმა, და თან გაოცებულმა. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მართლაც სადღაც შუშის ვიტრინასთან ვფურცლავ ჩემს წიგნს და ისინი, ჩემი საყვარელი პერსონაჟები კი ვიტრინის მიღმა ცოცხლდებიან, ზოგი ჩემს გვერდით მაგიდაზე ჯდება და დაღონებული კითხულობს გაზეთს.

ხანდახან სანაპიროზე ჩავდივარ, და იქ ვხედავ, როგორ მიიჩქარის რომელიმე მათგანი, რომ ბორანზე არ დააგვიანდეს.

თან მჯერა ხოლმე, რომ ისინიც მხედავენ, მაკვირდებიან, და შეიძლება ინტერესდებიან, რას ვკითხულობ.

მე კი მათზე ვკითხულობ და მათზე ყველაფერი ვიცი. ვიცი რომელ ქუჩაზე ცხოვრობენ, რაფერისაა მათი სახლი, რა ისტორიული მისი აქვს თითოეულ მათგანს, ვიცი როგორ გამოიყურება მათი სახლი ახლა, თანამედროვე დროში, ვიცი მათი საყვარელი ადგილები, ვიცი სად ყიდულობენ პურს, გაზეთს, სად დადიან კინოში. როგორ უყვართ და როგორ სძულთ ამ ქალაქში.

მკითხველის კიდევ იმ ტიპს მივეკუთვნები, მონატრებისას რომ გადმოიღებს ნაცნობ წიგნს და კიდევ ბევრჯერ გააცოცხლებს ნაცნობ ქუჩებს.

ფამუქი კი სწორედ ასეთი წიგნების ავტორების კატეგორიას განეკუთვნება.

 

299427_4703939798675_322882857_n

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s