ტკბილ-მწარე ახალი წელი

სტანდარტული

ახალი წელი ჩემი საყვარელი დღესასწაული იყო ყოველთვის, მერე ნელ-ნელა მობეზრება დაიწყო, დაიწყო იმიტომ რომ ერთსა და იმავე რიტუალებს და სოციალურ ვალდებულებებს მოიცავს, ეს უკანასკნელი კი ყველაზე მეტად დამღლელია.

ჯერ იწყება გაუთავებელი “ახალ წელს რას შვები” და რა თქმა უნდა რაც უფრო პრესტიჟულია პასუხი, მით უკეთესი შენთვის: რესტორანი უკვე კაი პონტია, აი სადმე თუ მიდიხარ კიდევ უკეთესი. მერე რესტორანში თუ მიდიხარ უნდა იფიქრო რა ჩაიცვა, ვინ მოდის, რატო მოდის, ეს რატო არ მოდის და ის რატო არ მოდის. სახლში თუ რჩები იმაზე უნდა იფიქრო სტუმრებს რა დაახვედრო და ა.შ.

მეორე წელია ზოგადად არა თუ ინგორირების, არამედ აგრესიის გრძნობა გამიჩნდა ახალი წლის მიმართ. არ ვარ მოდას აყოლილი სკეპტიკოსი, უბრალოდ მზაფრავს მაღაზიებს შესეული ბრბო, ვიღაც ყველაზე დიდ ნაძვის ხეს ეპოტინება, ვიღაც კი 50 შოთს ყოდულობს, მერე სხვები ვეღარ ყიდულობენ ამ შოთს, და რაც მთავარია 40 შოთი მაინც გახმება და გადაიყრება.

რამდენ საჭმელს ვყრით ახალ წელს? ძალიან ბევრს.

რამდენ ფულს ვხარჯავთ ახალი წლის ღამეს? ასევე ძალიან ბევრს.

და მეორე დილას, ანუ 1-ში ბედნიერებს გვეღვიძება და გვგონია რაღაც ახალი დაიწყო.

გაკვეთილი პირველი რომელიც მე გავითავისე: ეგ ახალი სულ იწყება, ყოველ დილას, და არაა ცუილებელი 11 თვეს ელოდო რომ ახალ ცხოვრებას მიყო ხელი და სურვილები ჩაიფიქრო.

გაკვეთილი მეორე: ნუ აკეთებთ იმდენ საჭმელს რომ გადაყაროთ (ან ნუ უკვეთავთ) და საერთოდაც პატარა მაგიდაზე დასადგამი ნაძვის ხე თუ გექნებათ მაგაზეც ბედნიერები უნდა იყოთ.

დარწმუნებული ვარ რომ 31-ში შამპანურით ხელში არ გაგვახსენდება არც ერთს (არც მე ალბათ) რომ ბევრ ადამიანს არ აქვს ნაძვის ხე, არ აქვს ფული იყიდოს საჩუქრები, არ აქვს შოკოლადის ყოდვის ფული და სიტკბოს ვერ დაიბედებს, ვერც გოზინაყს და ჩურჩხელას უყიდის შვილებს.

კიდევ იმაში ვარ დარწმუნებული, რომ მშობლების დიდ წილს ეზიზღება ახალი წელი: მათ ძალიან კარგად იციან, რომ ვერ აუსრულებენ ბავშვებს სურვილებს, რომ მათთან არანაირი სანტა არ მოვა, რომ წერილების წერასაც არ აქვს აზრი, ამ ზღაპრებს საერთოდ არ აქვს აზრი.

მოკლედ ცოტა ხნით რომ მოვწყდეთ ამ ორომტრიალს და რეალობისკენ გამოვიხედოთ, არ იქნება ურიგო. რეალობა კი ბევრისთვის საახალწლოდ აკაშკაშებული ნაძვის ხე სულაც არაა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s