შენიშვნა

დაწერე რამე მეუბნება ჩემი რომელიღაც შინაგანი ხმა,

რა დავწერო?

რამე..

რამე არ შემიძლია, უნდა დავწერო ის რაც ცოტათი მაინც დამეხმარება გარეთ გამოვიტანო შიგნით დაგროვილი წყენები, სურვილები, ოცნებები. 

ალბათ ამის სურვილი მაშინ მწვავდება როცა მარტო რჩები, ჰოდა დავრჩი მარტო…

ალბათ ამან გამოიწვია ის ფაქტიც რომ ხშირად ველაპარაკები ჩემს თავს. დამშვიდდი თეო, რა მაგარია თეო, ყველაფერს მოევლება თეო, თეო ამაზე რა აზრის ხარ?

არ მინდა ყველაფერზე აზრი და შეხედულება მომეკითხებოდეს, ვპასუხობ ჩემს თავს, დამანებე თავი დაიძინე რა, იმუშავე რა დროს ეგარის, ვერ მოასწრებ ამ სისულელეების გადამკიდე..

მერე შემოდის ჩემი თანამშრომელი და მეკითხება ვის ველაპარაკები, არავის ისე.. ეს ისე რაღაც ცუდად ჟღერს მაგრამ ჩემს გარშემო ყველა მიეჩვია, არაადეკვატურობას. 

შინაგანი შიზოფრენია მაქვს, იქნებ კიდევ აქვს ვინმეს? მირჩიეთ რამე, გამაცანით თქვენი შინაგანი მეები. როგორია შინაგანი?  აი შინაგანი ისეთია ჩუმად უხმოდ შენს შიგნით რომ ებაასება რამოდენიმე შენი მე ერთმანეთს, (ვიმეორებ, რამოდენიმე, რამოდენიმე ნიშნავს მეტი ვიდრე 2-3) გარეგანს დავარქმევდი როცა ამას ხმამაღლა გამოხატავ, ესეც ხდება როგორც ვთქვი, მაგრამ შინაგანი უფრო ხშირია. მემგონი ჩემს შინაგან მეებს კომპლექსები აწუხებთ, ცოტა გაუბედავები არიან, ცოტა მშიშრები, ცოტა რცხვენიათ, 

აი ეხლაც ვწერ და რაღაცას მელაპარაკება ერთი, არ ვუსმენ, დამღალა უკვე, ძალიან ბევრი ლაპარაკი უყვარს. 

ხო კიდევ რაც მთავარია ყველას სხვადასხვა ეროვნება, რელიგია, მორალი აქვს. ეს ცალკე დიდი დილემაა, არ ვიცი რომელს ვენდო, რომელი მაძლევს ჩემთვის უკეთეს რჩევას, მაგრამ რომელი ჩემთვის?

სად არის ის მე აი მე ნამდვილი? როგორ უნდა გაიგო რომელია ნამდვილი?

დროა დავაძინო, ყველა დავაძინო, მაგრამ მგონი ერთს უძილობაც აწუხებს.

 

 

Somewhere Nice

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s